დავით გაბაიძეს გაერთიანებული ოპოზიცია არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

10 ოქტომბერი 2018, 00:00 2217 ნახვა

დავით გაბაიძეს გაერთიანებული ოპოზიცია არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აჭარის უმაღლესი  საბჭოს თავმჯდომარე ხელს აფარებს ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტებს.  რევაზ ხარაზის თქმით, გაბაიძე  ბიუჯეტიდან სხვადასხვა მიმართულებით,  მათ შორის ხელფასის სახით, სოლიდურ თანხას იღებს,  შესაბამის საქმიანობას კი არ ასრულებს.

მისი მტკიცებით, რეგიონის პირველი კანონმდებელი  ბიუჯეტს  არამიზნობრივად ხარჯავს. ამასთან უწყებას საჯარო ინფორმაციის არასრულად მიწოდებაში ადანაშაულებს.  ,,თუ ამ საკითხებზე არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი დავით გაბაიძე მზადაა მედიის შეკითხვებს ღია ეთერში უპასუხოს“-ასეთია აჭარის უმაღლესი საბჭოს პოზიცია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი