საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის ახლა უკვე 10 კანდიდატი იბრძვის. 11 -დან მეორე ეტაპზე 10 გადავიდა. მრჩევლის კანდიდატის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ გუშინ იმ კანდიდატთა დამატებითი დოკუმენტები განიხილა, რომელთაც თავდაპირველად ხარვეზები დაუდგინდათ.
მეორე ეტაპი, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს შაბათს გაიმართება. კონკურსანტებს კონცეფციის წარსადგენად 15 წუთი აქვთ. გასაუბრების შემდეგ უკვე სავარაუდოდ , 17 ოქტომბერს კომისია უმაღლეს საბჭოს არანაკლებ 3 კანდიდატს წარუდგენს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის ერთი ადგილია ვაკანტური.