თორნიკე რიჟვაძე გერმანია-საქართველოს ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო, რომელიც მაინის ფრანკფურტში საქართველოს მთავრობის გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივან - ნორბერტ ბარტლესთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს, ისაუბრეს იმ ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში გერმანიის მხარდაჭერით ხორციელდება.