,,ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომართვიანობა გაზრდილია, მიზეზად კი შსს-ში სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებას ასახელებენ. დღეს უწყების ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა 9-თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 9 თვეში -5 ათას 472 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, ხოლო სისხლისამართლებრივი დევნა 3000-მდე პირის მიმართ დაიწყო. 4 ათას 339 საქმეზე კი გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გაიზარდა გამოძიების მიმდინარეობისას დისკრიმინაციული ნიშნისა და სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევათა რაოდენობაც. ანგარიშის პრეზენტაციისას ითქვა, რომ გაუმჯობესდა ტრეფიკინგთან ბრძოლის მაჩვენებელი.