წელს საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი გზით ბოლოჯერ აირჩევენ - ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი თანამდებობაზე 2024 წლამდე დარჩება, 6 წელიწადში კი ქვეყნის მთავარსარდალს ე.წ. ხმოსნები შეარჩევენ. ხმოსნებს შორის იქნებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებიც.
წელს, საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის გარდა ცვლილებები შევიდა უფლებამოსილებაში - უფლებამოსილებები იცვლებოდა წლების განმავლობაში - საქართველოს საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მოდელზე გადასვლამდე.
ამ ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. თუმცა პრეზიდენტის უფლებამოსილება სააკაშვილისვე პრეზიდენტობის ვადაში შეასუსტდა, პრემიერის კი გაძლიერდა. სპეციალისტები უფლებების შეკვეცას ხშირად პოლიტიკური წესრიგის ცვლილებებს უკავშირებენ.