ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ქართველები სპორტის ხუთ სახეობაში ჩაერთვებიან

09 ოქტომბერი 2018, 00:00 1984 ნახვა

ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტული დელეგაციისთვის დღევანდელი დღე  ყველაზე დატვირთულია. სასტარტო მატჩში ქართველი კალათბურთელები სლოვენიას დაუპირისპირდებიან, ორსაათნახევრის შემდეგ კი იორდანიასთან ითამაშებენ.

დღეს ცეცხლის ხაზზე დადგება ტყვიის მსროლელი ნინო ხუციბერიძე, ოლიმპიურ სარბიელზე ასევე გავლენ მხატვრული ტანმოვარჯიშე ქეთევან არბოლიშვილი, ძიუდოისტი ილია სულამანიძე და ძალოსანი არჩილ მალაყმაძე.

დღეს ჩოგბურთელ ანა მაქაცარიას კიდევ ერთი ოლიმპიური სტარტი აქვს, ამჯერად - შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში. აქ მისი პარტნიორი იქნება არუბელი პატრიკ სიდოუ. გუშინ დაიწყო ჩოგბურთელ გოგონათა ტურნირი ერთეულებში. პირველ წრეში ქართველი ლიცენზიანტის - ანა მაქაცარიას მეტოქე  ლიხტენშტაინელი სილვია ზანდი იყო რომელთანაც ორ სეტში დამარცხდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი