2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში დაუწყო. ბიუჯეტი 12 მილიარდ 729 მილიონ 700 ათასი ლარია. ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში ყველაზე მეტი თანხა ჯანდაცვის სამინისტროსთვისაა გათვალისწინებული. რაც შეეხება აჭარას, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისთვის განისაზღვრა 28 მილიონ 700 ათასი ლარი. თვითმმართველობები კი 2019 წლიდან ტრანსფერის სახით აღარ მიიღებენ თანხას.
თითოეულ მუნიციპალიტეტს დამატებითი ღირებულების გადასახადის 19% გადაერიცხება. ყველაზე მეტი თანხა ბათუმს ექნება - 47 მილიონ 953 ათას 600 ლარი. ქობულეთს 9 მილიონ 304 ათასი ლარი ერგო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 6 მილიონ 410.900 ლარს მიიღებს. დაახლოებით ამდენივეს, 6 მილიონ 110 ათას 300 ლარს ქედის მუნიციპალიტეტი. ხულოსა და შუახევში გაცილებით დაბალი თანხებია. ხულოს მუნიციპალიტეტი 2 მილიონ 170 ათასი ლარის, შუახევი კი მილიონის მეოთხედს მიიღებს. შუახევზე მხოლოდ 250 ათასი ლარია. ბიუჯეტის განხილვა კომიტეტებში 16 ოქტომბერს დასრულდება. კორექტირებული ვარიანტი მთავრობას გადაეგზავნება. შესწორებულ ვარიანტს კი პარლამენტი დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს.