ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფი ჩინეთში

08 ოქტომბერი 2018, 00:00 2503 ნახვა

გერმანიის ღია პირველობის მოგებისა და აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში გასვლის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა  CHINA OPEN  მოიგო!  საქართველოს პირველმა ჩოგანმა ფინალში მსოფლიოს მე-4 ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა. ნიკამ სეზონში აიტიპის მეორე 500-იანი ტურნირი მოიგო და ხუთას  სარეიტინგო ქულასთან ერთად, 733  ათას 320 დოლარი გამოიმუშავა! მას უკვე 1757 ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგში ახალ სარეკორდო საფეხურზე ადის - ბასილაშვილი მსოფლიოს 23-ე ჩოგანი გახდა! მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა არგენტინელმა ქართველი შეაქო. დელ პოტროს თქმით, ბასილაშვილი ფინალში მასზე უკეთესი იყო და ეს ტრიუმფი დაიმსახურა. არგენტინელმა ქართველს ძალიან მაგარი ჩემპიონი უწოდა.მომდევნო კვირას, ქართველი ჩოგბურთელი ასევე ჩინეთში, შანხაის „მასტერსში“ ჩაებმება. მისი პირველი მეტოქე კანადელი დენის შაპოვალოვი იქნება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი