თვალის დაავადებების გავრცელება და მზარდი სტატისტიკა

05 ოქტომბერი 2018, 00:00 2257 ნახვა

ბოლო ათ წელიწადში საქართველოში თვალის დაავადების მქონე რეგისტრირებული ახალი შემთხვევების რიცხვი თითქმის 90 ათასითაა გაზრდილი  - თუ 2008 წელს 35 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2017 წელს ამ რიცხვმა 125 ათასს გადააჭარბა. რიცხვი გაზრდილია ბავშვებშიც.

როგორც ექიმები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვეუბნებიან, სტატისტიკის ცვლილება ცნობიერების ამაღლებამ, შესაბამისად მიმართვიანობის ზრდამ განაპირობა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ განსაკუთრებით მოზარდებში დაავადებების გამომწვევი მიზეზი კომპიუტერული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება გამხდარიყო. საყოველთაო ჯანდაცვა ამჟამად გლაუკომას და  კატარაქტას ოპერაციებს აფინანსებს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კი რკალისა და რქოვანის პროგრამებით შემოიფარგლება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი