შსს - 10 თვეში ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 192 პირი დააკავეს

05 ოქტომბერი 2018, 00:00 2203 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოტიკული საშუალების უკანონო  ბრუნვის  წინააღმდეგ  ჩატარებული ღონისძიებები  შეაჯამეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის  წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს  უფროსის  განცხადებით,  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გახსნეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს.

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ  წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 7 პოლიციელი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი