მასწავლებლის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს ბათუმის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში

05 ოქტომბერი 2018, 00:00 8433 ნახვა

 მასწავლებლის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს ბათუმის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში. ღონისძიებაზე  მოსწავლეებმა ფლეშმობი შეასრულეს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ღვაწლმოსილ 5 პედაგოგს მადლობის სიგელი გადასცა. ინეზა წულაძე, ნაზი კონცელიძე, ნაირა მურუსიძე, ვენერა სიხარულიძე და ლიანა ოდიაკი პირველ სკოლაში 50 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს ქობულეთში. მუნიციპალიტეტის რამდენიმე მასწავლებელს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. პროფესიული დღე პედაგოგებს  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი