აჭარაში 10-მდე სავაჭრო ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოება დაცული არ არის

04 ოქტომბერი 2018, 00:00 2821 ნახვა

ბოლო წლებში მასშტაბური ხანძრის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.  როგორც ირკვევა, აჭარაში 10-მდე სავაჭრო ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოება არ არის დაცული. ყველა მათგანმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან გაფრთხილება და რეკომენდაციები მიიღო, ხუთი მათგანი კი წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა.

ამ ეტაპზე მდგომარეობა კრიტიკული არ არის ბათუმის ე.წ. ხოფის ბაზრობაზე, სადაც ხანძარი ბოლო წლებში ორჯერ გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, ობიექტებზე უმეტეს შემთხვევაში, არ არის დაცული ელექტროგაყვანილობის უსაფრთხოება და სწორედ ამ მიზეზით ჩნდება, ძირითადად, ხანძარი. რეალობა გვიჩვენებს, რომ ხშირად ხანძრის გაჩენის მიზეზია უპასუხისმგებლობაც, შენობებში უსაფრთხოების ნორმების არარსებობა და დაუდევრობა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი