მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ხვალ სრულდება

04 ოქტომბერი 2018, 00:00 2099 ნახვა

ბათუმში, საჭადრაკო ოლიმპიადაზე, დღეს მეათე ტურის პარტიები გაიმართება. საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები – ჩეხეთის, მეორე -იტალიის, ხოლო მესამე გუნდი – ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მე- 9 ტურის შემდეგ, საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები – 14 ქულით, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. 12 ქულით – 15-ე საფეხურზეა საქართველოს მეორე ნაკრები, ხოლო მესამე გუნდი  11 ქულით 37-ე პოზიციაზე.რაც შეეხება ვაჟებს – საქართველოს პირველი და მეორე ნაკრების წევრებმა 12-12 ქულა მოაგროვეს და პირველი 20-ე, მეორე კი 25-ე ადგილზეა. მესამე ნაკრები 11 ქულით 52-ეა. დღეს, მეათე ტურში, საქართველოს პირველი გუნდი – ეგვიპტის, მეორე – არგენტინის, მესამე კი ირანის ნაკრების მეტოქეა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი