დღეს 186 ქვეყნის წარმომადგენელი ,,ფიდეს“ პრეზიდენტს აირჩევს. მათ არჩევანის გაკეთება სამ კანდიდატს შორის მოუწევთ. ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტობისთვის რუსეთის, საბერძნეთისა და ინგლისის წარმომადგენლები იბრძვიან. კენჭისყრის პროცედურები ამ წუთებში იწყება და შედეგები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.