ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად ინგა გოგიბერიძე დაინიშნა

01 ოქტომბერი 2018, 00:00 2445 ნახვა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი დირექტორი ჰყავს. ბიბლიოთეკის  ხელმძღვანელად ინგა გოგიბერიძე დაინიშნა. ბათუმის მერიამ შესაბამისი ბრძანება 27 სექტემბერს გამოსცა. 

ინგა გოგიბერიძე წლების განმავლობაში ბიბლიოთეკის თანამშრომელი იყო. ის 2006 წლიდან დაწესებულების საბავშვო - ახალგაზრდობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ამ დრომდე დირექტორის მოვალეობას ნატალია ჭყონია ასრულებდა. 

გენადი მახარაძე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად 21 წელი მუშაობდა, ის 5 სექტემბერს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 

ამავე კატეგორიაში