ბათუმის მერიამ მწვანე კონცხზე სარეკრეაციო ზონაში 27 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მსჯელობა იყო საკმაოდ ხმაურიანი, ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა საზოგადოება „ბათომის“ წევრები. განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია საკრებულოს ოპოზიციას, მათ სხდომათა დარბაზი საკითხის განხილვამდე დატოვეს.