ქართველი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ

24 ივლისი 2016, 00:00 3297 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეულის 130 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. „ბრავო“ ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში 7 თვის განმავლობაში მსახურობდა. ქართული ასეული ბაზა „მარმალზე“ სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა. მესამე ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეული საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ჩაანაცვლა. ქართველ ჯარისკაცებს ალექსეევკის აეროპორტში, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი