კინო განათლების კვირეული ბათუმში

25 სექტემბერი 2018, 00:00 2006 ნახვა

25-30 სექტემბერს ბათუმში  ახალგაზრდებისთვის კინოგანათლების კვირეული ჩატარდება. პროექტი მოიცავს თავისუფალი კინოჩვენებების, დისკუსიების და ტრენინგების ციკლს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ქალთა გაძლიერება და დემოკრატიული ღირებულებები.

კინოგანათლების კვირეულში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდას.პროექტის მიზანი კინოხელოვნების საშუალებით ბათუმში მცხოვრები ახალგაზრდების კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობაა.

ჯამში 5 ფრანგული და გერმანული ფილმის ჩვენება მოეწყობა. კინოგანათლების კვირეულის მხარდამჭერი ბათუმის მერია,  ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრი, ბათუმის ამერიკული კუთხე, გოეთეს ინსტიტუტი და ფრანგული ინსტიტუტია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი