სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

25 სექტემბერი 2018, 00:00 1749 ნახვა

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.გია თვალავაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ სცნობს.

შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინ დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულია  უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული რამდენიმე პირი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი