„ცხოვრების ციკლი“ - ასე ჰქვია რუსი მხატვრის მარია ჩუბაროვას პერსონალურ გამოფენას, რომელიც თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მოეწყო.
სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრებიდან ძირითადი ყურადღება მხატვარმა ქალის პორტრეტებს დაუთმო. ნახატები ადამიანისა და ბუნების მჭიდრო კავშირს ასახავს.