დავით სარალიძის მკვლელობის შესახებ საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას და მმართველი პარტიის დადგენილებას პარლამენტი შესაბამის უწყებებს გადაუგზავნის. ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემსწავლელი კომისიის დასკვნისა და მმართველი ძალის დადგენილების შესრულება სავალდებულო ხასიათის არ არის. ხელისუფლება და ოპოზიცია რამდენიმე საკითხზე ვერ შეთანხმდა.
ევროპული საქართველოს წევრები ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების პასუხიმგებლობას მოითხოვენ, ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ მხოლოდ დაგვიანებული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ორივე დოკუმენტში კონკრეტული რეკომენდაციებია გაწერილი.