ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა

21 სექტემბერი 2018, 00:00 2139 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ამისთვის რამდენიმე უწყება ერთობლივად მუშაობს და უკვე შეინიშნება დადებითი ტენდენცია, თუმცა სხვა პოზიცია აქვს არასამთავრობო სექტორს, რომელიც უსაფრთხო მოძრაობის პროპაგანდის მიზნით გაერთიანდა. ისინი ავტოავარიების გამომწვევი მიზეზების მნიშვნელობაზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევათა მაპროვოცირებელი ფაქტორები სტატისტიკაში არ აისახება. 

ფაქტია რომ ავტოავარიებს რამდენიმე გარემოება იწვევს, მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე მძღოლთა დაუდევრობა, ფაქტორებს შორისაა გაუმართავი ტრანსპორტი და მოძრაობის წესების არცოდნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დაიწყეს რეგიონებში. საგზაო უსაფრთხოებაზე დღეს  ბათუმში ისაუბრეს. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი