განქორწინების გაზრდილი მაჩვენებლით აჭარა ქვეყანაში მესამე ადგილზეა

19 სექტემბერი 2018, 00:00 2698 ნახვა

გაზრდილი განქორწინების მაჩვენებლით აჭარა ქვეყანაში მესამე ადგილზეა.  ნაადრევი ქორწინება, სოციალური ფაქტორი და ოჯახური ძალადობა - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც წყვილები ერთმანეთს შორდებიან.

ქალთა უფლებების დამცველები, ბოლო პერიოდში განქორწინების რაოდენობის ზრდის კიდევ ერთ მთავარ ფაქტორზე საუბრობენ,  ეს ქალების მხრიდან საკუთარი უფლებების შესახებ მეტი ინფორმირებულობა და ფინანსური დამოუკიდებლობაა.

ბოლო 6 თვეში ქორწინების 10 ათასზე მეტი და განქორწინების 5 ათას 75 შემთხვევაა რეგისტრირებული. რა თქმა უნდა, არის წყვილების დაშორების ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც მხოლოდ იურიდიულად არ არის დადასტურებული.  აქვე გეტყვით კიდევ ერთ ინფორმაციას, “ოჯახში ძალადობის შესახებ” კანონპროექტში მალე ცვლილებები შევა. შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი