კანონპროექტი მარიხუანის მოხმარების შესახებ-იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერა

19 სექტემბერი 2018, 00:00 1892 ნახვა

მარიხუანის მოხმარების წესები - კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მეორე ნაწილის განხილვა, რაც გულისხმობს კულტივაციას და ექსპორტს,   გაურკვეველი დროით, სამუშაო ჯგუფის შექმნამდე გადაიდო.

უმრავლესობის წევრების პოზიცია ასეთია - ციტატა:  „დედა ეკლესიაც ამბობდა, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში და ეს სახელმწიფომაც გაიზიარა“.  უმცირესობის ნაწილი ფიქრობს,    რომ  კანონპროექტი ახალგაზრდებში ხელს შეუწყობს მარიხუანის პოპულარიზაციას.   მმართველ გუნდს მარიხუანის მოხმარების დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართეს განხილვაზე მყოფმა სასულიერო პირებმა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი