მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი არასრულწლოვანი სახლში ბრუნდება

18 სექტემბერი 2018, 00:00 1670 ნახვა

17 წლის არასრულწლოვანი, რომელიც სამ სექტემბერს, 5 სართულიანი კორპუსის ბოლო სართულიდან გადმოვარდა, სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებს. ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის შედეგ, მას კიდურების მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა და მძიმე ოპერაციები ჩაუტარდა. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, ვარდნის შედეგად დაზარალებულს შიდა ორგანოები არ დაზიანებია. რაც შეეხება მოტეხილობებს, უახლოეს ორ კვირაში დაშავებული ყავარჯნების დახმარებით შეძლებს გადაადგილებას, ეტაპობრივად კი ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდება. 17 წლის პაციენტი ერაყის მოქალაქეა, თუმცა 7 წელია ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს. 

17 წლის არასრულწლოვანი, ჯავახიშვილის ქუჩაზე, კორპუსის მეხუთე სართულიდან სამ სექტემბერს გადმოვარდა. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი