ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიებას და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე მართლმსაჯულების აღსრულებას მოითხოვს.
ამის შესახებ ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს რეგიონებში- აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.