შეხვედრა KfW- ს თბილისის ოფისის დირექტორთან

12 სექტემბერი 2018, 00:00 1746 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კაეფდაბლიუს თბილისის ოფისის დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე და აჭარის მაღალმთიანეთში მიმდინარე წყლის სისტემის რეაბილიტაციის მე-5 ფაზის პროცესიც განიხილეს. საუბარი შეეხო ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის პროექტის დაფინანსების საკითხებსაც.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აჭარის მუნიციპალიტეტებს წყლის სისტემის რეაბილიტაციაში ეხმარება. რეაბილიტაციის პროექტი რეგიონის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. აჭარაში წყლის სექტორის რეფორმა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შეღავათიანი სესხითა და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდის გრანტით დაფინანასდა. მისი ღირებულება 44 მილიონი  ევროა.  ინვესტიციების პერიოდი 7 წელზეა გათვლილი.

ამავე კატეგორიაში