ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალიდან აქციებს აანონსებენ

09 სექტემბერი 2018, 00:00 1656 ნახვა

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალიდან აქციებს გეგმავენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოქალაქეებს მოუწოდეს, დაანონსებულ აქციებს შეუერთდნენ, ვინაიდან ეს აქციები ბრძოლის ბოლო ეტაპია. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოწოდება გააკეთეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მისამართითაც.ზაზა სარალიძემ ღიად გააკრიტიკა  საგამოძიებო კომისიაში შემავალი მმართველი პარტიის მისი თქმით, მმართველი პარტია მისი შვილის მკვლელებს მფარველობს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კი მოითხოვს,  საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა მიაწოდონ ის ინფორმაციები, რომელიც მათი  ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. პარლამენტის შენობასთან აქცია ხვალ 18.00 საათზეა ჩანიშნული. როგორც დღეს პრესკონფერენციაზე ითქვა აქციები აპოლიტიკურია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი