აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა 

07 სექტემბერი 2018, 00:00 1675 ნახვა

აჭარაში წელს უფრო მეტი ვიზიტორი შემოვიდა ვიდრე გასულ წელს - ეს საზღვრის კვეთის მიხედვით დათვლილი რაოდენობაა. ამბობენ, რომ 24-პროცენტიანი ზრდაა.

უცხოელი ვიზიტორებისა და შიდა ტურისტების შესახებ მიმდინარე კვლევის შედეგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს თვის ბოლოს ექნება.

მოლოდინი პოზიტიურია - სწორედ ამ კვლევებით უნდა დადგინდეს ტურისტების განწყობები და შეფასებები. ასევე, ცოტა ხანში დასრულდება იდუმალი სტუმრის პროექტიც.

როგორ აფასებენ  საზღვაო სეზონს ბათუმში? რას ამბობს ხალხი და რას ამბობენ სასტუმროებში? ცნობისთვის, მომსახურების ინდუსტრიაში ჩართული პირები საწინააღმდეგოზე საუბრობენ და აქცენტს ვიზიტორების სიმცირეზე აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში