საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1 ივნისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს სხვადსხვა რეგიონში, მაშველებმა მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 316 ადამიანი გადაარჩინეს. 51 მოქალაქე კი დაიხრჩო.
წყალზე სამაშველო ღონისძიებების სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამ თვეში ყველაზე მეტი 27 ადამიანი მდინარეში დაიხრჩო, 14 ტბაში, ათი კი ზღვაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა სხვადასხვა დროს ზღვაში 240, ტბაში 49 და მდინარეში 27 ადამიანი გადაარჩინეს.