მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკო-მართვის 51 ტესტი დაემატა. ცვლილება ძალაში 2018 წლის 30 სექტემბრიდან შევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეკო-მართვის საგამოცდო ტესტები ხელს შეუწყობს მომავალი მძღოლების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. რაც შეეხება ახალ ტესტებს - სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადდა.