აჭარას ბელარუსი ჟურნალისტები სტუმრობენ

31 აგვისტო 2018, 00:00 1776 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს. ამჯერად, დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს  წამყვანი ტელევიზიების გადამღები ჯგუფები ბელარუსიდან სტუმრობენ. ისინი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გადაცემებს ამზადებენ. მედიატურის მონაწილეებმა უკვე გადაიღეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი.

ისინი მთიან აჭარასაც ეწვივნენ, სადაც ღვინის მარნები დათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო. მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ბელარუსიდან ვიზიტი 34%-ით გაიზარდა.

ამავე კატეგორიაში