ხაშურში, სოფელ ცედანთან ხანძარია - ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი ​მუშაობს

30 აგვისტო 2018, 00:00 1784 ნახვა

ხაშურში, სოფელ ცედანთან ხანძარია. იწვის ფოთლოვანი ტყის საფარი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი და 12 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა მუშაობს.

ამ დროის მონაცემებით, 10 ჰა-მდე ფართობია დამწვარი.

ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური. 

ხაშურში ხანძარი გვიან საღამოს გაჩნდა. 

პირველი ფოტომასალა ხანძრის ეპიცენტრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი