ვინ ააშენებს თამარის გზატკეცილზე ქვეითთა გადასასვლელ ხიდებს?

28 აგვისტო 2018, 00:00 3689 ნახვა

ადგილი, სადაც ავარია ხშირად ხდება და ხშირად, სამწუხაროდ, მსხვერპლით სრულდება. საბედნიეროდ გუშინდელი ავარიის შედეგად ბარცხანის დასახლებაში არავინ დაშავებულა მძიმედ, თუმცა ფაქტია, მძღოლების გარდა საფრთხე შეექმნა ქვეითებსაც.

წლებია იქ საფეხმავლო ხიდს ითხოვენ. წელს ამისთვის თანხაც იყო გათვალისწინებული, თუმცა ახალმა მერმა პროექტი დაიწუნა, შარშან კი ტენდერი ჩავარდა. მერია აპირებს პრობლემა ბიზნესმენის ჩართულობით გადაჭრას, რომლის ინტერესიც რეკლამის განთავსება იქნება. ცნობისთვის, ამ გზაზე წელს სიჩქარის შემანელებელი ბარიერებიც კი არ იყო მოწყობილი. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი