ქობულეთის მერიის პრესსამსახურის თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ

28 აგვისტო 2018, 00:00 3477 ნახვა

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ორმა თანამშრომელმა, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, გუშინ დღის ბოლოს დაწერა.

ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტები საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მანონი შავიშვილი და სალომე ბასილაძე ამბობენ, რომ სამსახურიდან საკუთარი სურვილით მიდიან. 

ქობულეთის მერიაში ​მანონი შავიშვილი 7 წლის, ხოლო სალომე ბასილაძე 6 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

წასვლის მიზეზებზე არცერთი მათგანი არ საუბრობს და მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან, ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს განცხადებაზე ხელი ჯერჯერობით არ მოუწერია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი