თამარ მეფის გამზირზე ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა

27 აგვისტო 2018, 00:00 5306 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. თამარ მეფის გამზირზე ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. 

დაშავდა ორი მგზავრი. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ამ წუთებში მოქალაქეები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. პაციენტებს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. 

საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. 

ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან. გზაზე სამშენებლო მასალები ყრია, რომელიც ავარიის დროს ტრაილერიდან გადმოცვივდა. 

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. 

ამავე კატეგორიაში