ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად ​ დაინიშნა 

27 აგვისტო 2018, 00:00 8634 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი განკარგულებით, ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა.

ის უფლებამოსილების შესრულებას 29 აგვისტოდან შეუდგება. განკარგულება კი დღეს, 27 აგვისტოს არის გამოცემული. 

''დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის 29 აგვისტოდან'' - წერია განკარგულებაში. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. 

2011-2012 წლებში ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს გენერალური კონსული, ხოლო 2012- 2013 წლებში თურქეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

2013-2016 წლებში ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად მუშაობდა.

ზურაბ პატარაძეს 2012 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ამავე კატეგორიაში