ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ სამი პირი, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. მათ ბრალად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება ედებათ.
სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატი „სუბუტექსის“ 16 აბი და აბის ორი ნატეხი ამოიღეს, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა „სუბუტექსის“ ხუთი აბი და ნარკოტიკული საშუალება მეტადონის 19 კაფსულა. ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის ჩხრეკისას კი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ერთი აბი და აბის ოთხი ნატეხი ამოიღო.