საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობას იერ-სახეს ისევ უცვლიან

24 აგვისტო 2018, 00:00 2841 ნახვა

საგარეო  საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა, რომელსაც იერსახე ერთხელ უკვე შეუცვალეს, კიდევ შეუცვლიან - ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტის მფლობელს უფლება მიეცა შენობას ერთი სართული და მანსარდი დააშენოს. პროექტი, რომელსაც ერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა საბჭოში საბოლოოდ შეთანხმდა. შენობა მიმდინარე წლის მარტში აუქციონის გზით 1 მილიონ 775 ათას ლარად გაიყიდა, პირობების თანახმად მფლობელი ვალდებულია იქ კვების ობიექტი გახსნას.

შენობის ნაწილზე სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ არაა განთავსებული საინფორმაციო ბანერი. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ძეგლი პირვანდელ იერსახეს შეინარჩუნებს, ამასთან რესტავრაცია ჩაუტარდება ისტორიულ ღობეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი