ხულოს ადმინისტრაციულ შენობას „მეტრო ატლას ჯორჯია“ აღარ ააშენებს

24 აგვისტო 2018, 00:00 3901 ნახვა

ხულოს მერიის ადმინისტრაციისთვის კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯია“ შენობას აღარ მოაწყობს.  ზურაბ პატარაძის დროს, ხულოს მერსა და კომპანიის მფლობელს შორის დადებული ხელშეკრულების აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება თორნიკე რიჟვაძემ მიიღო. თავმჯდომარის განცხადებით, მან პროექტის ინვესტორის მიერ  დაფინანსება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და თვლის რომ ადმინისტრაციულ შენობებს  სახელმწიფო  სახსრები  უნდა მოხმარდეს, ინვესტორის კეთილი ნება კი შესაძლოა სოციალური მიმართულებით  გამოიყენონ. 

ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს ვცდილობდით კომპანიასთან დაკავშირებას, თუმცა ჯერ - ჯერობით ვერ მოვახერხეთ. შესაბამისად არ ვიცით „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“ ხელშეკრულება ცალმხრივადაა შეწყვეტილი, თუ კომპანიის თანხმობით. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი