ოკუპირებული ''სამხრეთ ოსეთი'' საქართველოსთან ე.წ. საზღვარს დროებით ჩაკეტავს

24 აგვისტო 2018, 00:00 1775 ნახვა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დღესასაწულთან დაკავშირებით, საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი დღის განმავლობაში ჩაკეტავს - ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებული  ღონისძიებების გამო, 24 აგვისტოს 20:00 საათიდან საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე გამარტივებული გადაკვეთის პუნქტებზე დროებით შეჩერდება მოქალაქეების გაშვება“- ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, აღნიშნული პუნქტები მუშაობას 27 აგვისტოს დილის  6  საათიდან გაანახლებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი