გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ, სწორედ ამიტომ ვარ აქ - ანგელა მერკელი

23 აგვისტო 2018, 00:00 1536 ნახვა

''გერმანია, რა თქმა უნდა, მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ, სწორედ ამიტომ ვარ აქ'' – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ. 

კითხვა საქართველოს ევროპულ გზასა და არჩევანს უკავშირდებოდა.

''შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი: ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, გაფართოება, გამსხვილება. ჯერჯერობით, ჩვენ იმ ინსტრუმენტების გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს და ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს, მაგალითად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ოკუპაციის თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს უსამართლობაა. მისი თქმით, 10 წლის წინ მკაფიოდ მოითხოვა რუსეთის ჯარების გაყვანა და 10 წლის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. 

„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები. ბოლოს აქ სტუმრად ზუსტად 10 წლის წინ ვიყავი. მაშინ ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მკაფიოდ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა და რა თქმა უნდა, 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენს წვლილს შევიტანთ ამაში“, – განაცხადა მერკელმა.

კანცლერი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დღეს ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთა, რის შემდეგაც გერმანიის კანცლერი. გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. 

შეხვედრები თბილისში ხვალაც გაგრძელდება. მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სწავლება ''ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან. გერმანიის კანცლერი 24 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან ჩავა, სადაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი