ლევან იზორია გერმანიაში ქართველი სამხედროების წვრთნას დაესწრო

23 აგვისტო 2018, 00:00 1936 ნახვა

თავდაცვის მინისტრი, გერმანიაში ქართველი სამხედროების წვრთნას დაესწრო ჰოჰენფელსში ვიზიტისას. სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლის წინა მომზადებას გადის. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მან ამერიკელ გენერლებთან ერთადა სწავლებების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობები განიხილა. პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება, რაც ინფრასტრუქტურის შექმნასა და კვალიფიციურ კადრების  ითვალისწინებს.   

22-ე ბატალიონი გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში ერთთვიან  მომზადებას გადის, საბოლოო შეფასების შემდეგ კი ქვედანაყოფი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი