15 ახალი მუნიციპალური ავტობუსი უკვე ბათუმშია

22 აგვისტო 2018, 00:00 967 ნახვა

უკვე ბათუმშია „ისუზუ ატამანის“ მოდელის ახალი ლურჯი ავტობუსები.  ტრანსპორტი ბათუმის პორტიდან შემოიყვანეს, ოფიციალური პრეზენტაცია კი მომდევნო კვირაში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ სამარშრუტო ხაზებზე დაინიშნება ახალი ტრანსპორტი.

ავტობუსები ბათუმის მერიამ საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში იყიდა, რაც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაბალპროცენტიანი სესხით დაფინანსდა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, წლის ბოლომდე ქალაქში კიდევ 25 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა.

ამავე კატეგორიაში