შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

22 აგვისტო 2018, 00:00 1771 ნახვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციამდე გახდა ცნობილი. 

ხვალ აქცია განათლების სამინისტროსთან იგეგმება. იმ შემთხვევაში კი თუ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ შეცვალა, მასშტაბური აქციები იგეგმება. 

განათლების, მინისტრის შეფასებით, უნივერსიტეტს ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, მოლაპარაკება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და განათლების მინისტრს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. მიზეზად კი საგადასახადო დავალიანება დაასახელა.

ეს გადაწყვეტილება სტუდენტებმა, აბიტურიენტებმა და სასწავლებლის ადმინისტრაციამ გუშინ თბილისში, განათლების სამინისტროს წინ გააპროტესტა და პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა.  

სოლიდარობის აქცია გაიმართა ბათუმშიც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი