ყოფილი ''ლეოგრანდის'' სამორინე გაიხსნა

20 აგვისტო 2018, 00:00 2240 ნახვა

სასტუმრო „ველმონდშისამორინემ ფუნქციონირება განაახლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სასტრუმროს წარმომადგენლემა უწყებას წერილით მიმართეს.  

მიშა ფეიქრიშვილის თქმით, სამორინე ნაკლებ რისკის შემცველია, რადგან ის ორ სართულზეა განთავსებული.

რაც შეეხება სასტუმროს ფუნქციონირებას, ჯერჯერობით უცნობია როდის ამოქმედდება.

სასტუმრო და კაზინო „ველმონდი,“ ყოფილი „ლეოგრანდი“ 17 აგვისტოს 16 საათზე დაიხურა და დაილუქა. ადმინისტრაციამ მუშაობა სამი დღის წინ შეწყვიტა და სასტუმროდან ყველა სტუმარი გაიყვანა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნაა, სასტუმრო „ველმონდში“ კვამლის გამწოვი სისტემა დამონტაჟდეს. 

უწყებამ სასტუმროს მენეჯმენტს 43 რეკომენდაცია მისცა, მათი ნაწილი ამ დრომდე არ შესრულებულა. 

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი