EMC- ტყიბულში 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიაზე

20 აგვისტო 2018, 00:00 1377 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ექვსი მეშახტის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესს აფასებს. EMC-ი არაეფექტიანი გამოძიების პრობლემურობაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ სახალხო დამცველის მონაცემებით, რომლის მიხედვითაც 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. მესამე სექტორის დასკვნის მიხედვით, გამოძიების პირველ ეტაპზევე შახტაში არსებული უსაფრთხოების წესების მძიმე დარღვევებზე ინფორმაციის არსებობის მიუხედავად სახელმწიფომ არ უზრუნველყო  შახტის ფუნქციონირების დროებითი შეჩერება.

EMC-ის მოითხოვს გამოკვეთოს ყველა იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვინც პასუხისმგებელი იყო მინდელის შახტაში უსაფრთხოების წესების მძიმე დარღვევის პირობებში მოპოვებითი სამუშაოების განხორციელებაზე;  EMC- მიმართავს  პარლამენტს, განიხილოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების 2018 წლის 20 ივლისის ერთობლივი მიმართვა და მიმდინარე გამოძიებების შედეგების გათვალისწინებით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც  შეისწავლის და შეაფასებს 2006 წლიდან დღემდე, ტყიბულში შპს „საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ შახტებში ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამომწვევ ყველა საწარმოო შემთხვევას.  

ამავე კატეგორიაში