80 წლის ასაკში გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი კოფი ანანი გარდაიცვალა. ის 1993 წლიდან ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი. 1997 წელს კი კოფი ანანი გაეროს გენერალურ მდივნად აირჩიეს.
ის პირველი აფრიკელი ფერადკანიანი იყო, რომელმაც მსოფლიო დიპლომატიაში ასეთ მაღალ პოზიციას მიაღწია. ამ თანამდებობაზე მან 2006 წლამდე იმუშავა. მოგვიანებით, ის გაეროს სპეციალურ ელჩად სირიის საკითხებში დაინიშნა და სათავეში ჩაუდგა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ძალისხმევას, თუმცა ეს პოზიცია მალევე დატოვა.