საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება

17 აგვისტო 2018, 00:00 1672 ნახვა

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება. პრემიერის განცხადებით,  გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოეწყობა მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ამ პროექტით ქვეყანას გაუჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ჩვენს დამოუკიდებლობას. რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებსა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი