სერგეი შამბა თბილისთან მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა

16 აგვისტო 2018, 00:00 1411 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ბათუმი უფრო მდიდრულია, ვიდრე – გაგრა. ჟურნალისტებმა ინტერვიუს დროს აღნიშნეს, რომ ბათუმი ევროპული დონის კურორტია, ხოლო  სერგეი შამბას ჰკითხეს, როგორ არის განვითარებული ქალაქ გაგრის ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, სერგეი შამბამ კონფლიქტზეც გააკეთა კომენტარი. მან აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერი იყო, მაგრამ დიალოგზე საუბარი პირველმა დაიწყო.

მისი თქმით, მას საქართველო მტრად არ მიაჩნია, რადგან იქ მეგობრები ჰყავს.   სერგეი შამბას ეს განცხადება ყოფილმა მინისტრებმა შეაფასეს. გოგა ხაინდრავა  დიალოგზე მზაობას მიესალმება.   პაატა ზაქარეიშვილი კი საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს.

განახლებული:

ამავე კატეგორიაში